Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ,  რომ   მეორე აკადემიური კორპუსის სარემონტო სამუშაოების გამო   2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ უნივერსიტეტის მაღლივი (X) კორპუსში (სასწავლო პროცესი დაიგეგმება ძირითადად მე-10, მე-11 და მე-12 სართულებზე), ხოლო მაგისტრატურის სტუდენტები - უნივერსიტეტის პირველ  აკადემიურ კორპუსში.
ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ცნობისა და სასწავლო ბარათიდან ამონაწერის გაცემა იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიიდან, პირველი აკადემიური კორპუსი, ოთახი 118.  ცხელი ხაზის ნომერი - 2 25 04 84; შიდა ტელეფონის ნომერი - 22 52.
მოთხოვნა ცნობა/ამონაწერის დამზადებასთან დაკავშირებით  უნდა გაიგზავნოს Lms.tsu.ge-ს ბაზიდან და მოთხოვნილი დოკუმენტი დამზადდება 2 სამუშაო დღის მანძილზე. Sms შეტყობინების მიღების შემდგომ შეძლებთ მოთხოვნილი დოკუმენტის გატანას. 
თუკი  გსურთ დოკუმენტის (ცნობა/ამონაწერი) დასკანერებული ასლი მიიღოთ ელექტრონულ ფოსტაზე, მისი დამზადების შესახებ Lms.tsu.ge-დან გამოგზავნილ განცხადებასთან ერთად დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის მისამართზე chancellerylaw@tsu.ge. დოკუმენტი გამოიგზავნება დამზადებიდან ერთი სამუშაო დღის მანძილზე.
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის ცალკეული სამსახურები გადანაწილებული იქნებიან შემდეგნაირად:
სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის ბაკალავრიატის კოორდინატორები - მაღლივი კორპუსი, მე-12 სართული, ოთახი 1226.
სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის მაგისტრატურის კოორდინატორები -  პირველი კორპუსი, ოთახი 118.  
დოქტორანტურის კოორდინატორები -  პირველი კორპუსი, ოთახი 118. 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური - მაღლივი კორპუსი, მე-12 სართული, ოთახი 1229.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ასევე მოემსახურება უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სადაც საფაკულტეტო ბიბლიოთეკიდან მოხდა ყველაზე მოთხოვნადი წიგნადი ფონდის გადატანა.
ტრადიციულად, 
იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალური ვებ. გვერდისა (Tsu.ge) და ასევე  lms.tsu.ge  საინფორმაციო დაფის მეშვეობით.
სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად, lms.tsu.ge – დან კორესპონდენციის შესაბამისი  გრაფიდან მოწერის გზით. 
იურიდიული ფაკულტეტის დეკანს შეგიძლიათ მისწეროთ გრაფიდან - მისწერე დეკანს. ამ კორესპონდენციას ეცნობა მხოლოდ ფაკულტეტის დეკანი.

უნივერსიტეტის ნებისმიერ სამსახურთან დასაკავშირებლად უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე, საიდანაც მოხდება თქვენი გადამისამართება შესაბამის სამსახურებთან. ცხელი ხაზის ნომერი - 2 25 04 84.


შიდა ნომრები:
• სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის მაგისტრატურის კოორდინატორები - 22 29; 22 37;
• დოქტორანტურის კოორდინატორები -  22 37; 22 38;
• იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია - 22 52;
• ბიბლიოთეკა - 14 02; 14 04.
საუნივერსიტეტო სამსახურები:
საგამოცდო ცენტრი:
• ნაშრომის აპელაციასთან დაკავშირებული პრობლემები -  90 22 ;
• ქულების ასახვასთან დაკავშირებული პრობლემები - 90 23 ;
• სამსახურის ცნობის საფუძველზე გამოცდის გადატანა -  14 62 ;
• სხვა საფუძვლით გამოცდის გადატანა - 13 24; 13 25; 13 26; 13 27.

• უცხო ენათა ცენტრი - 52 27.

• ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში - 10 55.
• საფინანსო დეპარტამენტი - 11 15; 
• ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციების დროს, საფინანსო დეპარტამენტს დამატებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - 1116.

გისურვებთ წარმატებებს!